როგორ ეხმაურებიან პოლიტიკური მხარეები მარტა კოსის გზავნილებს - Palitra News

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკური მხარეები მარტა კოსის გზავნილებს

2025-04-29 15:16:25+04:00

დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაყინვა და სავაჭრო შეთანხმების გადახედვა - ევროკომისარი გაფართოების საკითხებში აღნიშნავს, რომ შესაძლებლობები ბევრია, თუმცა ბრიუსელი სიფრთხილეს იჩენს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, მარტა კოსმა არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების აღდგენა გამორიცხა. მმართველი გუნდი დასავლეთთან კვლავ ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება, თუმცა ინიციატივების გამოჩენას ევროკავშირისგან ელის. ხელისუფლების ოპონენტები ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. როგორ ეხმაურებიან პოლიტიკური მხარეები მარტა კოსის გზავნილებს