„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები დილიდან ჩხრეკის ჩასატარებლად იმყოფებიან - რა ხდება ადგილზე - Palitra News

„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები დილიდან ჩხრეკის ჩასატარებლად იმყოფებიან - რა ხდება ადგილზე

2025-04-29 15:12:08+04:00

„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები დილიდან ჩხრეკის ჩასატარებლად იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სხვადასხვა ფონდის დამფუძნებლის საცხოვრებელ ბინაშიც. ჩხრეკასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.