უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან ქვეყნის გასვლას მხარი დაუჭირა - Palitra News

უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან ქვეყნის გასვლას მხარი დაუჭირა

2025-04-29 14:47:35+04:00

უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ პოლიტიზირებული ინსტიტუტის ნაწილი, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და სანდოობა“, - წერს სიიარტო.

შეგახსენებთ, პიტერ სიიარტომ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან ქვეყნის გასვლის შესახებ.