კომერციული ბანკების მოგება განუხრელად იზრდება. ამ წლის მარტში, კომერციული ბანკები და მიკრობანკები დაახლოებით 748 მლნ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც თებერვლის მონაცემებთან შედარებით 286 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, საფინანსო სექტორმა იანვარ-თებერვალში 462 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგებიდან 91%-ზე მეტი ორ კომერციულ ბანკზე მოდის, ზარალზე კი 6 ბანკი გავიდა. ამ წლის პირველ სამ თვეში მოგების ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 388 მილიონი ლარი „საქართველოს ბანკის“ წილად მოდის, მეორე ადგილზე კი „თიბისია“, რომელმაც სამ თვეში დაახლოებით 300 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.