ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა იმ რეგიონებში ამოქმედდება, რომლებიც ამას მოითხოვენ. ჯერ-ჯერობით, ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას საზოგადოებრივი წესრიგის გაკონტროლება სამმა ქალაქმა სთხოვა. მასშტაბური გათიშვის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფაქტი ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია.