ვინ დაიკავებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციას - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ვინ დაიკავებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციას - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-04-29 12:20:59+04:00

ვინ დაიკავებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციას - ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია ყრილობასა და პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებებს აანონსებს. პროცედურის მიხედვით, ჯერ რეგიონული კონფერენციები უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების’’ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტროში გეგმავს.