„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები რამდენიმე საათია ჩხრეკის ჩასატარებლად იმყოფებიან. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციაა მობილიზებული. ჟურნალისტის მხარდასაჭერად ადგილზე მისი კოლეგები და ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. ამავდროულად, ჩხრეკა მიმდინარეობს აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებშიც. რატომ შევიდა პროკურატურა ტელეწამყვანისა და აქტივისტების სახლებში.