აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა - პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს - Palitra News

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა - პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს

2025-04-29 11:21:08+04:00

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა - პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს.

როგორც აქტივისტმა, მარიამ ბაჯელიძემ აღნიშნა, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი. რომ ვიკითხე ვინ იყვნენ, მითხრეს მეზობელი ვარ. 4 ადამიანი იყო, სამხრე კამერები რომ ჰქონდათ ჩართული დავინახე. მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა“,-აღნიშნა ბაჯელიძემ.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.