პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ - Palitra News

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ

2025-04-29 09:50:10+04:00

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეოს აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიდეოდან ირკვევა, რომ პროკურატურის თანამშრომლები აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

ამასთან, ჩხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.