ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება - Palitra News

ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება

2025-04-29 09:35:02+04:00

ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება - უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არა დროებითი, არამედ დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო უნდა იყოს. ზელენსკი მთავარ გამოსავალს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს და აცხადებს, რომ უკრაინა არა აღლუმებს, არამედ ადამიანების სიცოცხლეს აფასებს. კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღით, 8-დან 10 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.