ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის იმ რეგიონებში ამოქმედდება, რომლებიც ამას მოითხოვენ. ჯერ-ჯერობით, ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას საზოგადოებრივი წესრიგის გაკონტროლება სამმა ქალაქმა სთხოვა. 28 აპრილს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს უკავშირდებოდეს.