პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა - Palitra News

პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა

2025-04-29 09:30:33+04:00

სააპელაციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.