ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, მმართველი გუნდი კი - მზადებას იწყებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა სურთ, აღნიშნული უფლების მოპოვებისთვის ყველა საჭირო პროცედურის განხორციელებისკენ მოუწოდებს. ქართულ ოცნებას 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება და დამაჯერებელი გამარჯვება აქვს დაგეგმილი, ოპოზიციაში კი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, საერთო განაცხადი არ გაკეთებულა.