ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპის ასარჩევად კარდინალების კონკლავი 7 მაისს დაიწყება - Palitra News

ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპის ასარჩევად კარდინალების კონკლავი 7 მაისს დაიწყება

2025-04-28 20:47:30+04:00

ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპის ასარჩევად კარდინალების კონკლავი 7 მაისს დაიწყება. მასში მონაწილეობა და რომის პაპის არჩევის უფლება 80 წლამდე ასაკის დაახლოებით 135 კარდინალს შეუძლია. ბოლო ორი კონკლავი, 2005 და 2013 წლებში გაიმართა. შვედმა კარდინალმა, ანდერს არბორელიუსმა განაცხადა, რომ სავარაუადოდ, მომავალი კონკლავი წინებთან შედარებით, უფრო მეტხანს გაგრძელდება, რადგან პაპ ფრანცისკეს მიერ დანიშნული კარდინალები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში 26 აპრილს დაკრძალეს.