შედგება თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება? ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რაც, კრემლის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, 8-დან 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ოფიციალურ მოსკოვში აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდება. უკრაინული მხარე კი აღნიშნავს, რომ თუკი რუსეთს მშვიდობა ნამდვილად უნდა, ოკუპანტებმა ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. პუტინის ამ ინიციატივას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ.