სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშეს შეხვდა. მხარეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.