ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება - უკვე 60 დღეა, რაც ისინი 24-საათიანი მორიგეობით ცდილობენ, რომ მუნიციპალიტეტიდან მანგანუმის გატანის პროცესი შეაჩერონ. მაღაროელები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, კერძო კომპანიასა და ადგილზე დასაქმებულთა შორის შუამავლის როლი შეასრულოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანია თანამშრომლებს ულტიმატუმის ენით ესაუბრება და მასობრივი გათავისუფლებით იმუქრება. მუშებმა პროტესტის უმკაცეს ზომას - შიმშილობას მიმართეს. მათი განცხადებით, კომპანიამ ხელფასების გაცემა შეაჩერა და ამ გზით ცდილობს თანამშრომლები წნეხში მოაქციოს. ამასთანავე, მაღაროელებმა სრული უნდობლობა გამოუცხადეს პროფკავშირს, რომელიც, მათი თქმით, მათ ინტერესებს არ ემსახურება. აღსანიშნავია, რომ 1-ელ მაისს ჭიათურაში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.