კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება - Palitra News

კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

2025-04-28 15:08:38+04:00

კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. კანადელები ხმის მიცემას იწყებენ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში, ნიუ ფაუნდლენდსა და ლაბრადორში. როგორც „ბიბისი“ წერს, სულ მცირე, 7 მილიონ სამასი ათასმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა ადრეული ხმის მიცემა, რაც 2021 წლის ფედერალურ არჩევნებთან შედარებით 25%-ით მეტია. ვარაუდობენ, რომ არჩევნების დღეს რეკორდული აქტივობა იქნება. კანადაში რეგისტრირებულია 16 პარტია, თუმცა, გამოკითხვების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი მათგან მხოლოდ ხუთს აქვს. ლიბერალური პარტია ამჟამად არჩევნების მთავარ ფავორიტად ითვლება, რომელსაც ახალ პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვების მაღალი შანსი აქვს. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს ღამით გახდება ცნობილი.