ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა - Palitra News

ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

2025-04-28 15:08:12+04:00

ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. წინასწარი ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში 120 ადამიანი შედის, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, ირანისა და აზერბაიჯანის მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრები, ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთის ოთხი პროვინციის გუბერნატორები. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემდგომი ვიზიტების დაგეგმვა.