ირაკლი ფავლენიშვილი - არაფერს ახალს ივანიშვილი არ იგონებს, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის დიქტატორების სახელმძღვანელო წიგნიდან, შენი კონკურენტები და მეტოქეები გაანადგურო - Palitra News

ირაკლი ფავლენიშვილი - არაფერს ახალს ივანიშვილი არ იგონებს, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის დიქტატორების სახელმძღვანელო წიგნიდან, შენი კონკურენტები და მეტოქეები გაანადგურო

2025-04-28 15:05:47+04:00

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო პაკეტს უბრუნდება. კანონპროექტს დღეს იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ. „ქართული ოცნების“ წევრები პირობას დებენ, რომ საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებენ და ნაციონალურ მოძრაობას წელსვე აკრძალავენ. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებას“ აღნიშნული ნაბიჯი ძვირად დაუჯდება და დიდ საერთაშორისო რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს.