„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოს სხვა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გირაო უკვე შეფარდებული აქვს. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი გამოიყენებს თუ არა პროკურატურა ამჯერად გირაოს ნაცვლად პატიმრობას?