New York Times ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბანდარ აბასში, მასიური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 1200-ზე მეტი ადამიანი. რამდენიმე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია. აფეთქების სავარაუდო მიზეზი პორტში არსებული ქიმიკატები იყო, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. ირანის თავდაცვის სამინისტრომ მედიის ინფორმაცია, რომ აფეთქება, შესაძლოა, რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის არასწორად შენახვას უკავშირდებოდეს, უარყო. შეგახსენებთ, რომ ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა. შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა პორტის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი. რეგიონში შეჩერდა სასწავლო პროცესი, გაუქმდა საჯარო ღონისძიებები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.