„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ჟურნალიტს მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საია საჩივარში მზია ამაღლობელის მიმართ თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებების დარღვევას ასაბუთებს. პარალელურად,მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელი სასამართლო პროცესი 13:00 საათზე, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვის განახლდება.