პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო პაკეტს უბრუნდება. კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. "ქართული ოცნების" წევრები პირობას დებენ, რომ საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებენ და "ნაციონალურ მოძრაობას" წელსვე აკრძალავენ. გამოიწვევს თუ არა საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საერთაშორისო რეპუტაციულ ზიანს? - ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მათი აკრძალვა დიქტატურის გამოცხადების ტოლფასი იქნება, რასაც "ქართულ ოცნებაზე" მზარდი საერთაშორისო სანქცია მოჰყვება.