პოლიციამ კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 30 წლის პირს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის რვა ეპიზოდში წაუყენა - Palitra News

პოლიციამ კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 30 წლის პირს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის რვა ეპიზოდში წაუყენა

2025-04-28 09:30:55+04:00

"ბიბისის" ინფორმაციით, პოლიციამ კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 30 წლის პირს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის რვა ეპიზოდში წაუყენა. ვანკუვერის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ქალაქის მკვიდრია და პატიმრობაში რჩება. ქუჩის ფესტივალის დროს მამაკაცი ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.