ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა. უცხოური გამოცემის ცნობით,
მმართველი პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ განაცხადა, რომ მათი ჯარისკაცები, ლიდერ კიმ ჩენ ინის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, რუსეთის ძალებს კურსკის ოლქის სრულად გათავისუფლებაში დაეხმარნენ. გამოცემის ინფორმაციით, ჯარების განლაგების გადაწყვეტილება ფხენიანსა და მოსკოვს შორის დადებული ურთიერთდაცვის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღეს.