აღძრავს თუ არა საქართველოს პროკურატურა საქმეს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ?! პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს პროკურატურაში უჩივლეს. მათი მტკიცებით, ზურაბიშვილს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურს. პარტიას მტკიცებულებად რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები აქვს წარმოდგენილი. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი, როგორც ამბობენ, სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციაა.