შეძლებს თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” ირგვლივ კოორდინაციას?! - კითხვა მას შემდეგ არ კარგავს აქტუალობას, რაც ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ” სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა შეწყვიტა. თვითმართველობის არჩევნების თაობაზე ოპოზიციის მხრიდან ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ელოდებიან პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები - ამის მიხედვით გადაწყდება დარჩება თუ არა გუნდი, წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილედ. მიუხედავად რიგ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიცია ერთიანია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნის საკითხში.