პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქართული ოცნების ინიციატივას პოლიტიკურ შურისძიებად და განსხვავებული აზრის დევნად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი - ცვლილებებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით ხსნის. პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.