ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა - Palitra News

ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა

2025-04-26 20:13:31+04:00

ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. - ირანული მედიასაშუალებების ცნობით, ქვეყნის სამხრეთით მძლავრი აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, პორტში ერთ-ერთი კონტეინერი აფეთქდა. ამჟამად ადგილობრივ ხელისუფლებას დაზარალებულები უახლოეს სამედიცინო ცენტრებში გადაჰყავს. ირანული მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.