მხატვარი და მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა. ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა. ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში 23 აპრილს ჩამოასვენეს. ის 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.