სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა მუშაობას ნაციონალური მოძრაობის გარეშე განაგრძობს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა მუშაობას ნაციონალური მოძრაობის გარეშე განაგრძობს

2025-04-26 20:11:03+04:00

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა მუშაობას ნაციონალური მოძრაობის გარეშე განაგრძობს. თუკი თვითმართველობის არჩევნების თაობაზე ოპოზიცია ერთიანი შეხედულების დაფიქსირებას ვერ შეძლებს დიდია ალბათობა პლატფორმა კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმაც დატოვონ. ამ ეტაპზე მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ოპოზიციის შიგნით შეთანხმება არ არსებობს. თუმცა არ დარღვეულა ოპონენტების ერთიანი პოზიცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა დ და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე.