ირანისა და აშშ-ის მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავი ახალი შეთანხმების შესამუშავებლად მორიგი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს - Palitra News

ირანისა და აშშ-ის მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავი ახალი შეთანხმების შესამუშავებლად მორიგი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს

2025-04-26 18:10:32+04:00

ირანისა და აშშ-ის მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავი ახალი შეთანხმების შესამუშავებლად მორიგი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს - როგორც ირანული მედია წერს, მხარეები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსჯელობენ. ამერიკულ დელეგაციას ომანში მიმდინარე მოლაპარაკებებზე დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ირანის შემადგენლობა არ დასახელებულა, თუმცა ხელისუფლების ცნობით, მათ დელეგაციაში არის ექსპერტების ჯგუფი, რომელიც სანქციების მოხსნის საკითხებზე მუშაობს. თეირანში აცხადებენ, რომ მათი ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ სანქციების მოხსნაა. აშშ-ის ხელისუფლება კი ცალსახად აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და აშშ-ის მიზანიც ამ საკითხის უზრუნველყოფაა.