სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განმარტებით, აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც აქციაზე სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება. პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ 10-20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია. ლევან იოსელიანის შეფასებით, გაზაფხულის აქციებთან შედარებით, ნოემბერის საპროტესტო აქციებზე ბევრად მეტი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა, პროტესტის დროს უამრავი ადამიანი დაშავდა, თუმცა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისმგებაში არ მიცემულან.