აშშ-ის მსგავსად სამშვიდობო მოლაპარაკებებით კმაყოფილია რუსეთის ფედერაციაც - კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-სთან პოზიციებს აახლოებენ და უკრაინასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზეც აქტიურად ისაუბრებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა აგრესორი ქვეყნის ლიდერისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამსაათიან საუბარს კონსტრუქციული და სასარგებლო ხასიათი ჰქონდა. მან აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განმარტა, რომ აღნიშნულმა შეხვედრა 2 ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობა შექმნა.