აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაუყოვნებლივ მოითხოვა. - ტრამპის თქმით, იშვიათი წიაღისეულის შესახებ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებაზე საბოლოო დოკუმენტებს უკრაინამ, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ხელი არ მოაწერა. ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და მისი აზრით, წარმატება არც ისე შორსაა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები პაპის დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით რომში იმყოფებიან, სადაც შესაძლოა მათი მოლაპარაკებებიც შედგეს.