წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დასრულდა - Palitra News

წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დასრულდა

2025-04-26 12:36:54+04:00

წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დასრულდა - ვატიკანის ცნობით, პაპთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა. პონტიფიკოსს დღეს, ანდერძის თანახმად, რომის ცენტრში მდებარე სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. მანამდე, ქალაქის ქუჩებში სამგლოვიარო პროცესია გაიმართება.პაპის დაკრძალვაზე იტალიის დედაქალაქში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. სტუმრებს შორის საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები იქნებიან. ასევე დაკრძალვას დაესწრება პრინცი უილიამიც.