7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ დედა და ბებია დააკავა. შემთხვევა სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. მათ ბრალად ედება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ოჯახში ძალადობა. დაკავებულებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პოლიცია ადასტურებს, რომ არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში „მრავლობითი დაზიანება აღენიშნება“