პოლიტიკური პარტიების ნაწილი სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს განაგრძობს . ე.წ წინააღმდეგობის პლათფორმაში ამ დრომდე რჩებიან ძილიერი საქართველოს, გახარია საქართველოსთვის გუნდისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები - Palitra News

პოლიტიკური პარტიების ნაწილი სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს განაგრძობს . ე.წ წინააღმდეგობის პლათფორმაში ამ დრომდე რჩებიან ძილიერი საქართველოს, გახარია საქართველოსთვის გუნდისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები

2025-04-26 12:34:02+04:00

პოლიტიკური პარტიების ნაწილი სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს განაგრძობს . ე.წ წინააღმდეგობის პლათფორმაში ამ დრომდე რჩებიან ძილიერი საქართველოს, გახარია საქართველოსთვის გუნდისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები. არ არის გამორიცხული რომ ზურაბიშვილთან კონსულტაციები ,,კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა შეაჩერონ. მე-5 პრეზიდენტის მიერ შექმნილ ,,წინააღმდეგობის მოძრაობა უკვე დატოვა " ნაციონალური მოძრაობამ. მიზეზებზე საუბრისას გუნდის წევრები განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოებრისთვის სიახლე არ შეუთავაზებია და გარდა ამისა არც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუწყალებია. ამავე დროს კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასაც გეგმავს. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ სანდრო ინფორმაცია აქვს.