თბილისში საპროტესტო აქციების 150-ე დღეს „თავისუფლების მსვლელობა“ გაიმართება. მსვლელობა დღეს 14:00 საათზე, მეტროსადგური დიდუბიდან პროკურატურამდე ჩატარდება. 19:00 საათზე პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 20:00 საათზე კი პარლამენტთან გაგრძელდება. დღის განმავლობაში აქციები გაიმართება, გორში, ბათუმში, ზუგდიდში,თელავში, ქუთაისსა და ჩხოროწყუში. აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვეს