ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. მან პოლიტიკიდან წავლისა და საქმიანობის კერძოს სექტორში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ჰქონდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება და აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი ოპოზიციური პარტიის შექმნას - ყველა ამ შეკითხვასა და დაუდასტურებელ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილმა სპეკულაცია და ტყუილი უწოდა. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას.