ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნე - Palitra News

ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნე

2025-04-25 15:30:59+04:00

„ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, განცხადებით, ქაშმირის დაპირისპირებამ, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, მსოფლიო ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის პერსპექტივით უნდა „შეშფოთდეს“. მანვე აღნიშნა, რომ დაპირისპირების მოლაპარაკებების გზით დასრულების იმედი აქვს. ასიფის განცხადებით, პაკისტანის სამხედრო ძალები „მზად არიან ნებისმიერი პასუხისთვის“. 22 აპრილს ქალაქ პაჰალგამის მახლობლად, რომელიც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის შტატის ნაწილში მდებარეობს, შეიარაღებულმა პირებმა ტურისტთა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 26 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო უცნობმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელიც თავს „ქაშმირის წინააღმდეგობას“ უწოდებს. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. ოფიციალური ისლამაბადი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.