დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა - Palitra News

დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

2025-04-25 15:29:52+04:00

დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ბრძანების მიხედვით, აშშ-ის განათლების მდივანმა უნდა უზრუნველყოს ამერიკელი ხალხისთვის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე უკეთესი წვდომა, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტებს მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ უფრო კონკრეტული დეტალები უცხოური დაფინანსების შესახებ, მათ შორის, თანხების რეალური წყარო და მიზანი. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიზანია დაიცვან იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან.., ამერიკელი სტუდენტები და კვლევები კი უცხოური ექსპლუატაციისგან. ტრამპის ბრძანება დადებითად შაფასა სენატორმა ჯიმ რიშმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება აიძულებს უნივერსიტეტებს, უცხოური დაფინანსება გაასაჯაროონ. მისივე თქმით, კანონმდებლობაზე მუშაობას, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს გააგრძელებს.