მოსკოვის ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაიღუპა. BBC-ის ცნობით, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ქალაქ ბალაშიხაში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, აფეთქება გენერალის სახლთან მოხდა. ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ იაროსლავ მოსკალიკის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა.