შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

2025-04-25 15:22:44+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „კოკაინი“, „მეტადონი“, „სუბოტექსი“, , „ლირიკა“, და „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.