დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს. დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში იძულებით მიიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და 10 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.