მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. ჯიქიას საქმეზე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დღეს სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ მისცა. სხდომას ესწრებოდა ჩვენი ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა.