ლევან სანიკიძის მიერ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 30 აპრილს გამოაცხადებს - Palitra News

ლევან სანიკიძის მიერ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 30 აპრილს გამოაცხადებს

2025-04-25 15:17:04+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან სანიკიძის მიერ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 30 აპრილს გამოაცხადებს. ლევან სანიკიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე საქმეზე ფინანსურ სახდელს დააკისრებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიცოონერ პოლიტიკოს 30 იანვრისა და 1 თებერვლის საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.