ვიტალი კლიჩკო - სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი სცენარი ტერიტორიის ნაწილის დათმობაა - ეს უსამართლობაა, მაგრამ მშვიდობის მიღწევისთვის, შესაძლოა, დროებითი გამოსავალი იყოს - Palitra News

ვიტალი კლიჩკო - სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი სცენარი ტერიტორიის ნაწილის დათმობაა - ეს უსამართლობაა, მაგრამ მშვიდობის მიღწევისთვის, შესაძლოა, დროებითი გამოსავალი იყოს

2025-04-25 13:02:53+04:00

შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინას ტერიტორიის ნაწილის დროებით დათმობა მოუწიოს, - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ BBC-ის განუცხადა.

„ერთ-ერთ სცენარს ტერიტორიის დათმობა წარმოადგენს. ეს უსამართლობაა, მაგრამ მშვიდობის მიღწევისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა, დროებითი გამოსავალი იყოს“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კლიჩკოს თქმით, მოლაპარაკებების პროცესში არ მონაწილეობს.

„ეს ჩემი ფუნქცია არ არის. ეს პრეზიდენტ ზელენსკის ფუნქციას წარმოადგენს“, - აღნიშნა კლიჩკომ.