მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული შეიწყალა - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული შეიწყალა

2025-04-25 10:11:28+04:00

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.